გიორგი მიქაუტაძე: მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომის სახეები კანონში უფრო მეტად დაკონკრეტდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სასტუმრო “რუმსში” სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას, განაცხადა, რომ მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომის სახეები კანონში უფრო მეტად დაკონკრეტდება. მისივე თქმით, ეს ყოველივე მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს.
“კანონში უფრო მეტად დაკონკრეტდება მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომის სახეები და აღსაქმელად ბევრად უფრო გამარტივებული იქნება, რომელი ქმედება შეიძლება წარმოადგენდეს მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომას და რა სახდელი შეიძლება დაეკისროს მას ამისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ გადაცდომის სახეები, რისთვისაც მოსამართლეს შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული, მეტი კონკრეტიკა იყოს შეტანილი, თუ რისთვის შეიძლება დაეკისროს მოსამართლეს პასუხისმგებლობა”, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სასტუმრო “რუმსში” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები