საჯარო სკოლებში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
საჯარო სკოლებში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა) ჩააბარებენ. გამოცდებისთვის 49 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებამდე ერთი დღით ადრე, მოსწავლეებმა პრეტესტი გაიარეს. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ,, 2018 წელს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას, მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალური 5,5 ქულაზე მეტი, თუ ნაკლები.
გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად – მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება.