მამუკა მდინარაძე: მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანას, მსოფლიო რუკაზე პოზიტიურ კონტექსტში მონიშნავს

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა კიდევ ერთი დიდი წარმატებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მსოფლიო რუკაზე პოზიტიურ კონტექსტში მონიშნავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებულია პრემიერ-მინისტრის როლი ამ წარმატებაში, რაც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს.
,,2023 წელს სნოუბორდისა და თხილამურის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ნიშნავს ზამთრის ტურიზმის და ზამთრის სპორტის სახეობების გაცილებით სწრაფად განვითარებას და საქართველოს ზამთრის კურორტების ღირსეული ადგილის დამკვიდრებას მსოფლიო რუკაზე. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. ინტენსიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ამ მიმართულებით. შესაბამისად, საქართველომ კიდევ ერთი საქმიანი ნაბიჯი გადადგა დიდი წარმატებისკენ”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საქართველოს მიზანი – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის თებერვალში, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს სენტ მორიცში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები