ორშაბათიდან, თბილისის ტურისტულ ზონებში საპატრულო პოლიციის ქვეითი დანაყოფები პატრულირებას იწყებენ

ორშაბათიდან, თბილისის ტურისტულ ზონებში საპატრულო პოლიციის ქვეითი დანაყოფის 20 ეკიპაჟი პატრულირებას დაიწყებს, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპატრულო ეკიპაჟის წევრებს ევალებათ როგორც მართლწესრიგის დაცვა, ასევე ისინი საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს მოემსახურებიან. „ორშაბათიდან, თბილისის ტურისტულ ზონებში საპატრულო პოლიციის ქვეითი დანაყოფის 20 ეკიპაჟი პატრულირებას დაიწყებს. მათ ყოველთვიურად მიემატება კიდევ დამატებით 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების ქვედადანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისაგან, რამაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკალიციები. ეს გახლავთ, ე.წ. ტურისტული პატრული, რომელიც რა თქმა უნდა იქნება ეფექტური. მათ ევალებათ როგორც მართლწესრიგის დაცვა, ასევე მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და თბილისს სტუმრობენ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები