„ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

0

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის განმარტებით, დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მოთხოვნა, დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლების შესახებ, დაკმაყოფილდა.

დღის განმავლობაში დაკავებული ათობით ადამიანიდან სამართალდამცველები ნაწილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ნაწილი კი გამოკითხვის მიზნით აიყვანეს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა 17 მაისს დაგეგმილი აქციები გააუქმეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მხარდამჭერებთან ერთად ისინი დღეს მაინც შეიკრიბებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი