გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ჩაჩუა და რამაზ გაგნიძე გაათავისუფლეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტი გიორგი გაბედავა გაათავისუფლა.

პოლიციის განყოფილებები ასევ დატოვეს „ქართული მარშის“ თანამოაზრეებმა გურამ ფალავანდიშვილმა , გია კორკოტაშვილმა , ლევან ჩაჩუამ და რამაზ გაგნიძემ, რომლებიც გამოკითხვაზე იყვნენ გადაყვანილები.

დღის განმავლობაში დაკავებული ათობით ადამიანიდან სამართალდამცველები ნაწილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ნაწილი კი გამოკითხვის მიზნით აიყვანეს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა 17 მაისს დაგეგმილი აქციები გააუქმეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მხარდამჭერებთან ერთად ისინი დღეს მაინც შეიკრიბებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი