„ქართული მარში“ დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს

0

როგორც „ქართული მარშის“ ლიდერი მივმართავ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს ყველა ის ლიდერი, რომელიც დაპატიმრებულია, თორემ ამას მოჰყვება შემდგომში გამოუსწორებელი შედეგები, რომლის წარმოდგენაც არ მინდა – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ–ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

„დაკავებები მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ, მსგავსი ფაქტი მე არ მახსოვს საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როდესაც რვა პოლიტიკური ლიდერი არის დაკავებული, მათ შორის არიან „ქართული მარშის“ ლიდერები, მაგრამ არიან სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაკავებულები“, –აცხადებს ბრეგაძე.

ცნობისთვის, დღის განმავლობაში შს სამინისტრომ 30-მდე პირი განყოფილებაში გადაიყვანა, რომელთა ნაწილიც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი