მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

0

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

ახალგაზრდა აქციაზე მივიდა და სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.

ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, დაშავებული გამომსვლელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი