გერმანია, აშშ-ის სანქციების ამოქმედების ფონზე, ირანისთვის კომპენსაციის გამოყოფაზე მსჯელობს

არსებული ინფორმაციით, ოფიციალური ბერლინი მცირე და მსხვილი ბიზნესმენებისთვის გარკვეული კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობას განიხილავს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესების გათვალისწინებით. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
„ირანთან არსებული შეთანხმების გათვალისწინებით, მცირე და მსხვილი ბიზნესმენებისთვის, გარკვეული კომპენსაციის გაცემა შესაძლოა განვიხილოთ, თუმცა აშშ-ის მიერ განხორციელებული გარკვეული ღონისძიებების ფონზე, ირანში მოქმედი ყველა წარმოებისთვის, კომპენსაციების გაცემას, ამ ინიციატივის ფარგლებში ვერ მოვახერხებთ“- აღნიშნა ანგელა მერკელმა.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 8 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც, ტრამპმა შეთანხმებამდე არსებული ყველა სანქციის ამოქმედების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები