ლგბტ თემის წევრები კანცელარიასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან

0

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ამ წუთებში თბილისში ოთხ ადგილას აქცია მიმდინარეობს: შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვაკის პარკში, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ასევე თავისუფლების მეტროსთან.

როგორც დღის განმავლობაში დაანონსდა, ლგბტ თემის წევრთა თვითორგანიზებული ჯგუფი, დღის ბოლოს მთავრობის კანცელარიასთან 19:00 საათზე სიძულვილის წინააღმდეგ, შემაჯამებელ აქციას გამართავს.

როგორც ლგბტ თემის წევრთა თვითორგანიზებული ჯგუფი აცხადებს, – „წამომსვლელთა საყურადღებოდ: ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების სრულ გარანტიას ვერ გვაძლევს, გთხოვთ, მაქსიმალურად იზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე“.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქცია იგეგმება, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი გიგა ნიკოლეიშვილი. მისი განცხადებით, პოლიციის მობილიზება პრევენციის მიზნით ხდება.
ნიკოლეიშვილის თქმით, პოლიცია „ქართული იდეის“ წევრებს ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციაზე მისვლის საშუალებას არ მისცემს.

კომენტარები

კომენტარი