26 მაისს, თბილისს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა.

საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ვიზიტის დეტალები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

პრეზიდენტებს შორის საუბარი შეეხო საქართველო – სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურების საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები