ევროკომისიამ, ღაზას სექტორის მოსახლეობას, ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო
ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ორგანიზაციამ 3 მილიონი გამოყო, ღაზას სექტორში მცროვრები პალესტინელების დასახმარებლად.
ევროკავშირის აღმასრულებელი კოლეგიის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა ორგანიზაციის საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით განხორციელდება. ჰუმანიტარულ ტვირთში, ძირითადად, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და სასმელი წყალი იქნება, რადგან ღაზას სექტორში წყალმომარაგების სერიოზული პრობლემაა.
2017 წელს, ევროკომისიამ, პალესტინაში მცხოვრებ ღაზას სექტორის მოსახლეობას, 14 მილიონამდე ევროს ღირებულების ტვირთი გადასცა.