სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანთან შეხვედრას არ გამორიცხავს

სომხეთის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის შესაძლოა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ, სერჟ სარგსიანს შეხვდეს ყარაბაღის საკითხის განსახილველად.

„ერთადერთი მიზეზი, რაც სერჟ სარგსიანთან შეხვედრას თეორიულად შესაძლებელს ხდის, არის ყარაბაღის საკითხის განხილვა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საჭირო ინფორმაციის მიღება”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისათვის, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებს ჩაუდგა სათავეში, რომელიც იმდროინდელი პრემიერის, სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ იყო მიმართული.
10-დღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შედეგად, სარგსიანი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, ხოლო ფაშინიანმა პოსტი ორი მცდელობის შემდეგ საბოლოოდ დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები