გაერომ, ღაზას სექტორში, ისრაელის ქმედებები დაგმო

გაეროს ადამიანის უფლებათა წარმომადგენლობის განცხადებით, ორგანიზაცია, ისრაელის მიერ გუშინ, ღაზას სექტორში 60-მდე პალესტინელის მკვლელობას სასტიკად გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ შესაძლოა ინციდენტები და სისხლიანი შეტაკებები ისრაელი-პალესტინის საზღვარზე დღესაც გაგრძელდეს. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი, მომხდარის გამოსაძიებლად, დამოუკიდებელი ჯგუფის შექმნას ითხოვს.
ოფისის წარმომადგენელმა, რუპერტ კოლვილმა ჟენევაში გამართული ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ არსებული საერთაშორისო კანონის თანახმად, ისრაელს, საკუთარი საზღვრების დაცვის უფლება აქვს, თუმცა, ლეტალური იარაღის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები