ვახტანგ მაჭავარიანი: საქართველოში კანონი ვეტერანების შესახებ, პრაქტიკულად, არ არსებობს

ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტის“ თავმჯდომარე, ვახტანგ მაჭავარიანი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ვეტერანების მიმართ პოლიტიკა არ აქვს ჩამოყალიბებული. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დღეს ვეტერანებს აქვთ 1995 წლის კანონი, რომელიც, როგორც მორალურად, ასევე ტექნიკურადაა დაბერებული, როდესაც ეს კანონი შეიქმნა, იგი 60 პუნქტს შეიცავდა, ახლა 12 თუ 13 პუნქტიღაა დარჩენილი და ძირითადი პრინციპების გარდა ეწინააღმდეგება სხვა კანონებს, ასე რომ, საქართველოში კანონი ვეტერანების შესახებ პრაქტიკულად არ არსებობს. მთავარი მხოლოდ სოციალური საკითხები არ გახლავთ, აქ საუბარია სახელმწიფო პოლიტიკაზე ვეტერანების მიმართ, რადგან მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ეპყრობა ქვეყანა თავის ვეტერანს. სამწუხაროდ, მებრძოლები მხოლოდ ომის დროს სჭირდებათ, მშვიდობიანობის პერიოდში კი, ვეტერანთა პრობლემები უკანა მხარეს იწევს. ახალი ხელისუფლების პირობებში შეიქმნა კომისია, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს (ეს კომისია ფურჩელზე დღესაც არსებობს). ამ კომისიის მიერ განხორციელდა მხოლოდ 2 ცვლილება, ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტი, რომელიც შედიოდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ჩამოყალიბდა სსიპ-ად და ვეტერანებს მიეცათ საშუალება, საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით ესარგებლათ.
ხელისუფლება ცდილობს, გადააგოროს პრობლემები და არა მხოლოდ ვეტერანებთან მიმართებაში, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია სახელმწიფო წყობის და სისტემის, რაც ვეტერანებთან მიმართებაშიც ხდება”, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები