ირაკლი სესიაშვილი: ნარკოტიკების ლეგალიზება არ მოხდება

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, გუშინ ქვეყანა ფატალურ შედეგებს გადაურჩა.
ირაკლი სესიაშვილმა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში შეაფასა.
დეპუტატმა ნარკოპოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
„გუშინ დადასტურდა, რომ სახელმწიფო არის თავისუფალი სიტყვის გარანტი. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო განვითარდეს, ეს მომავალშიც უნდა იყოს დაცული. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს მათი მინისტრის თაოსნობით. ჩვენ გუშინ ფატალურ შედეგს გადავრჩით. ორივე მხარემ, გუშინ, რუსთაველზე გონიერება გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ რევანშისტებს არ უნდოდათ, აქცია არ დაშლილიყო, მაინც ყველაფერი კარგად დასრულდა. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის თემას, შეიძლება დაემთხვა, რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ორი კვირის ვადაში, ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას შევძლებთ. მკაფიოდ ვთქვით, რომ ლეგალიზება არ მოხდება და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს იმისკენ, რომ შემცირდეს სიკვდილიანობა და ნარკომომხმარებელთა რაოდენობა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები