ზაზა გაბუნიამ პარლამენტის ბიუროს თვითმმართველობის საკითხზე ახალი ინიციატივა წარუდგინა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი რეკომენდაციის პროექტი წარმოადგინა და მასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
“საკითხი ეხება ადგილობრივი თვითმართველობის ევროპული ქარტიის დამატებით ოქმს, ე.წ. უტრეხტის ოქმს, რომელიც არის 2009 წელს მიღებული და რომელიც აქცენტს აკეთებს მოქალაქეების მონაწილეობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ეს არის ოქმი, რომელსაც სხვადასხვა დროს შეუერთდა მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოებისა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მოახდინოს რატიფიცირება ამ ოქმის, მით უმეტეს იმ დაანონსებული რეფორმის გათვალისწინებით, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ დეცენტრალიზაციის რეფორმის სახით, სადაც სწორედ ეს საკითხი რეფორმის ფარგლებში იქნება კონცეპტუალურად, ერთ-ერთი სვეტი, რომელსაც დაეყრდნობა ეს პროცესი.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს აქტი იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველოში თვითმმართველობის გაძლიერებისათვის”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები