ვანო ზარდიაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებაა

საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი, დემოკრატის გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შსს-ს და მთლიანად სახელმწიფოს ქმედებებში, იკითხებოდა მუდმივად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ასევე სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლების ზედმიწევნით დაცვა.
„საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი დემოკრატის გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებაა. ეს გამოიხატა როგორც 11 მაისის ღონისძიების დროს, ასევე გუშინდელ აქციაზე. შსს-ს და მთლიანად სახელმწიფოს ქმედებებში, იკითხებოდა მუდმივად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ასევე სიტყვისა და აზრისა გამოხატვის უფლების ზედმიწევნით დაცვა! ამ ორი უფლების უნაკლო დაცვა, ჩვენს სახელმწიფოს თითქმის არასდროს გამოსვლია ერთდროულად. მუდმივად ირღვეოდა და ფეხქვეშ ითელებოდა უსაფრთხოების დაცვის იმპულსით მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. ჩემი აზრით, გუშინდელი დღის შემდგომ, საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. ამ ტემპით და პრინციპების დაცვით, საქართველო ძალიან მალე, ამაყად დაიბრუნებს თავის ისტორიულ ადგილს, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოთა შორის“, -აცხადებს ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები