“შს მინისტრს არ აურჩევია ის პოზიცია, რომელსაც ხშირად ხელისუფლება ირჩევს, რომ „ის ყოველთვის მართალია“

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გუშინ შს მინისტრის მიერ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს.
როგორც “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, გიორგი გახარიას ხელისუფლების ზოგადი პოზიცია “რომ ის ყოველთვის” მართალია, არ აურჩევია.
“ამ ახალგაზრდების პროტესტი, დაიწყო ნარკოტიკებით, თორემ ცეკვის თავისუფლება მათ სულ ჰქონდათ. ისინი აცხადებენ, რომ მათზე იძალადეს, თუმცა მე ასე არ ვთვლი, მაგრამ ვინც თვლის მათი პროტესტი გასაგებია. ამიტომაც მართებულად მიმაჩნია შს მინისტრის შეთავაზება აქციის მონაწილეებისათვის, რომ დასხდნენ და განიხილონ, ჰქონდა თუ არა ძალადობას ადგილი. ასევე, მივესალმები მის დანაპირებს, რომ თუ ვინმეზე ძალადობას ჰქონდა ადგილი, მოძალადე შესაბამისად დაისჯება. ცალსახად გიორგი გახარიას აქციაზე მისვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას დადებითად ვაფასებ, მას არ აურჩევია ის პოზიცია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება ირჩევს, რომ „ის ყოველთვის მართალია“. პრემიერ-მინისტრის კეთილგანწყობილ მოწოდებას აქციის მონაწილეებმა კრიტიკით უპასუხეს, რომ ამ მოწოდებაში არ იყო იმაზე პასუხი, რისთვისაც ისინი პროტესტს აცხადებდნენ. საერთოდ ასეთ დროს კითხვები არ უნდა დარჩეს, ასე რომ მინისტრის საქციელი იყო ვაჟკაცურიც და მომგებიანიც”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები