პრეზიდენტმა ჯეიმს თაუნ ფაუნდეიშენის ბორდის წევრებთან საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ ინიციატივა განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს თაუნ ფაუნდეიშენის ბორდის წევრებთან საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ ინიციატივა განიხილა.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრას, რომელსაც გლენ ჰოვარდი, მეთიუ ბრაიზა, ვლადიმერ სოკორი, ვილემ დე ვოგელი, ჯონ უტილი, ვილიამ უტილი, მაიკლ კავოუკიანი, ალდენ ვალსტრომი ესწრებოდნენ და რომელიც პრეზიდენტის სასახლეში შედგა, განიხილეს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და დღეს არსებული უსაფრთხოების გარემო.
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის შედეგებზე და საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხისა და მისი პრობლემატიკის განხილვების გააქტიურება ამერიკის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში უაღრესად მნიშვნელოვანია.
საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთის აგრესიულ და ანექსიურ ნაბიჯებს და გიორგი მარგველაშვილმა ბორდის წარმომადგენლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.