„ქართული ოცნებისგან“, გამოვრიცხავ ნარკოტიკის ლეგალიზაციის მხარდაჭერას, ამავდროულად, ჩვენ არ ვაჩერებთ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესს”

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ოდიშარიამ ანალიტიკური პორტალი „კვირას“ პრეს-კლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია გააჟღერა და საზოგადოებას მშვიდი ორშაბათი მიულოცა.
“პირველ რიგში, მთელ საზოგადოებას მინდა მივულოცო მშვიდობიანი ორშაბათი და დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მოვლენებს გულშემატკივრის პოზიციიდან აკვირდებოდა, მიუხედავად მათი პოზიციისა, ვფიქრობ დამეთანხმება, რომ გუშინ გაიმარჯვა საღმა აზრმა და კონსტრუქტიულობამ (რაც ასე აკლია ჩვენს საზოგადოებას)”, – განაცხადა ოდიშარიამ.
უმრავლესობის წევრი შს მინისტრის გუშინდელ ქმედებასაც გამოეხმაურა და გახარიას გადაწყვეტილებას, საღი აზრი უწოდა.
“განსაკუთრებით მინდა გამოვყო მინისტრ გიორგი გახარიას წვლილი, რომელიც გუშინ გამოიკვეთა, ამ საღი აზრის ლიდერად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, კათალიკოს პატრიარქს და ქალაქ თბილისის მერს დროული და ზომიერი ინტერვენციებისათვის, რამაც ვფიქრობ დაგვიყენა ის შედეგი, რითიც დამთავრდა გუშინდელი გრძელი დღე და გვიანი ღამე.
ოდიშარია საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ აზრსაც გამოეხმაურა, რომელიც აქციების მართულობას უკავშირდება.
“აბსოლუტურად გამოვრიცხავ იმ აზრს, რომ ორივე აქცია მართული იყო ერთიდაიგივე ძალის მიერ. ნებისმიერი აქცია ადამიანების მიერაა მართული, ჰყავს ლიდერები და აქვს თავის იდეა, შესაბამისად გუშინდელ ორივე აქციას უკან ედგა გარკვეული საზოგადოება და ჰქონდათ თავიანთი იდეა, რასაც ისინი გამოხატავდნენ. რაც შეეხება მათ შორის პოზიციების შეუთავსებლობას ჩვენი საუკუნისათვის ეს არ გახლავთ სიახლე, ეს გამოწვეულია უნიკალური ქართული ინდივიდუალიზმით და როგორც ყოველთვის მნიშვნელოვან მომენტებში ცხარე დისკუსიების დროს დიაპაზონი ფართოა და ის მემარჯვენე კონსერვატიულობიდან დაწყებული მემარცხენე რადიკალიზმამდე აღწევს. მთავარია ჯანსაღი შედეგი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ახერხებენ საკუთარ პოზიციებზე მაღლა დადგომას და დაპირისპირების მიუხედავად, ანგარიშს უწევენ სხვის პოზიციას და ახერხებენ დიალოგის კონსტრუქციულ ჩარჩოებში გადატანას.
ბექა ოდიშარია მმართველი გუნდისგან ნარკოტიკის ლეგალიზაციის პროცესის მხარდაჭერასაც გამორიცხავს.
„ქართული ოცნების“ გუნდისგან პრაქტიკულად გამოცრიცხავ ნარკოტიკის ლეგალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ვინაიდან ეს გახლავთ ძალიან შორს მიმავალი პროცესი და ძალიან რთული იქნება ნარკო-დილერების ალაგმვა, რაც ჩვენი განცხადებული მკაცრი პოლიტიკაა. აქვე ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვაჩერებთ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესს. ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე გატარებული ნარკოპოლიტიკა არ არის სწორი და იგი არაა ორიენტირებული ადამიანის გამოჯანმრთელებაზე.
ისევე როგორც ყველგან პარლამენტშიც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა აზრი არსებობს ამ საკითხის გარშემო, აქაც აქვთ კონსერვატიული დამოკიდებულება, მაგრამ ამის მიუხედავად ყველანი ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკის მოხმარებისათვის ადამიანები არ უნდა ისხდნენ ციხეში.
ვიცნობ რა გიორგი გახარიას და ვიცი მისი მენეჯერული თვისებები, დარწმუნებული ვარ, რომ სკეპტიკოსების აზრი არ გამართლდება და მოლაპარაკებები იქნება არა მოლაპარაკებებისათვის, არამედ შედეგისათვის. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყოველივე მიმართულია შედეგზე და ორიენტირებულია ადამიანზე. უკანასკნელი 2 დღის მანძილზე განვითარებულმა მოვლენება გვაჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ადამიანებზე ორიენტირებული ხელისუფლებაა. მაშინ, როცა ყველაზე მძაფრად დადგა წესრიგის დაცვის საკითხი, ეს წესრიგი დაცული იქნას თითოეული მოქალაქის ინტერესიდან გამომდინარე”, – განაცხადა ოდიშარიამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები