“გიორგი გახარიამ გუშინ მიიღო სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება”

„გიორგი გახარიამ გუშინ მიიღო სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება, რაც მიუთითებს იმას, რომ მას გააჩნია მაღალი ანგარიშვალდებულების გრძნობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ხატიძემ განაცხადა.
დეპუტატი მომხრეა, რომ ნარკომომხარებელთა მიმართ ამოქმედდეს ჯანდაცვაზე ორიენტირებული მიდგომები, ხოლო ნარკოტიკების რეალიზაციის და გასაღების მიმართ გამკაცრდეს ბრძოლა.
„როგორც საქართველოში ისე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, მუდმივად წარმოიშობა გარკვეული საზოგადოებრივი საკითხები, რომელიც როგორც სამართლებრივ ისე სხვა შესაბამისი მიმართულებით რეგულირებას საჭიროებს. ასეა დღეს საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით. მჯერა ყველა მხარის ჩართულობით ჩვენ შევძლებთ ისეთი რეფორმის გატარებას, რომელიც სწორ პასუხს გაცემს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს და მიგვიყვანს კონკრეტულ შედეგამდე – მომხმარებელთა მიმართ ამოქმედდეს ჯანდაცვაზე ორიენტირებული მიდგომები, ხოლო ნარკოტიკების რეალიზაციის და გასაღების მიმართ გამკაცრდეს ბრძოლა“,- აღნიშნა გიორგი ხატიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები