გიორგი გახარია: 2 კვირის განმავლობაში ღამის კლუბებიდან 112-ში, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის 48 გამოძახება დაფიქსირდა

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ღამის კლუბებიდან 112-ში, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის 48 გამოძახება და შემდგომ მათი საავადმყოფოებში გადაყვანა დაფიქსირდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, შსს-ს დღეის მდგომარეობით სხვადასხვა კლუბებში გადაღებული აქვს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 შემთხვევა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ბევრჯერ გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იყო იძულებული ეს ნაბიჯები განეხორციელებინა“, – განაცხადა გახარიამ.
მინისტრმა ასევე განმარტა, რომ კლუბში შესული შსს-ს ყველა თანამშრომელი სამხრე კამერებით იყო აღჭურვილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც კლუბში იყო შესული, სამხრე კამერებით იყო აღჭურვილი. უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს. ვერ დადასტურდება, განსაკუთრებით კლუბის შიგნით. მათ ძირითადი შეკითხვები ჰქონდათ ყველაფერთან, რაც ხდებოდა კლუბის გარეთ, ქუჩაში“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები