ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს ერთკვირიანი ტაიმ-აუტისკენ მოუწოდა

„თეთრი ხმაურის“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს ერთკვირიანი ტაიმ-აუტისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ამ პერიოდში მოხდება შს მინისტრთან მიცემულ დაპირებებზე მუშაობა და იმ შემთხვევაში, თუ დაპირებები არ შესრულდება, გამოსვლები განახლდება.

„თუ არ შესრულდება დანაპირები გავაგრძელებთ პროტესტს. ერთკვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ, შაბათი იქნება გადამწყვეტი. ვაანონსებთ უფრო ორგანიზებულ და დიდ აქციას”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

აქციის ორგანიზატორებმა, დემონსტრაციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ პოლიციას დაემორჩილონ, რათა კონტრაქციის მონაწილეებთან არ ჰქონდეს დაპირისპირებას ადგილი და სახლამდე მშვიდობით მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები