“საჭიროა ნარკორელიზატორებთან ბრძოლა, მაგრამ არ უნდა შეილახოს გამოხატვის თავისუფლება”

არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას „თეთრი ხმაურის“ მიერ მოწყობილ აქციებთან დაკავშირებით დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა.

„შსს-ს განცხადებიდან ჩანს, რომ ასეთი ტიპის სპეცოპერაცია სულ არ იყო საჭირო. ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა ნარკორელიზატორებთან ბრძოლა, მაგრამ ამავე დროს არ უნდა შეილახოს გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროული რეგირება უნდა ყოფილიყო ამ ყველაფერზე, სამწუხაროა, რომ ამდენი დრო გავიდა. მნიშვნელოვანია, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს, ასევე, პარლამენტში რომ მიმდინარეობს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა განახლდეს და უმოკლეს დროში დასრულდეს, სხვა შეთხვევაში იქნება ძალიან ბევრი კითხვა. ყველაზე სამუწარო არის ის, რომ ვხედავთ საზოგადოებას ერთმანეთთან დაპირისპირებულს და ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რომ ეს არ მომხდარიყო. ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ვხედავ დაპირისპრებულ საზოგადოებას, ხდება დისკრედიტაცია იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.
მან პრემიერის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი რეაგირება აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით იყო დაგვიანებლი.
„პრემიერის განცხადება იყო ზოგადი, კარგია რომ მას რეაგირება ჰქონდა, მაგრამ ჩემი აზრით ეს იყო დაგვიანებული, ის რომ დროული რეგაირება არ იყო და აქ შეკრებილებმა დროული პასუხი არ მიიღეს სწორედ ამან შეუწყო ხელი დაპირისპრებასა და ესკალაციას. სწორედ ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა რას შეიძლბა მოყვეს როცა დროული რეგაირება არ არის ხელისუფლებისგან“, – განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები