გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა და აქციის მონაწილეებს საქმიანი თანამშრომლობა შესთავაზა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის“ მიერ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბოდიში მოიხადა.

მინისტრის თქმით, მისი და ყველას მიზანია რომ დღევანდელი დღე მშვიდობიანად დასრულდეს.
გახარიას თქმით, მზად არის, ხვალ დილის ათ საათზე აქციის მონაწილეების მიერ წარმოდგენილ ადამიანებთან ერთად, დასხდენენ სამუშაო მაგიდასთან და იმსჯელონ პარასკევი ღამის სპეცოპერაციაზე“, – აღნიშნა გახარიამ.

“ჩვენი ყველას ამოცანაა დღევანდელი საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად. უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს და პოლიციელები ზრუნავდნენ თქვენსავე უსაფრთხოებაზე. უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. ხვალ დილით თქვენს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავ პარასკევი ღამის სპეცოპერაციას და თუ ვინმეს უფლება დაირღვა იქნება აღდგენილი. გპირდებით, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ვთანხმდებიც იმაზეც, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ამ პარლამენტთან ნებისმიერ დროს მოვუსმინოთ მუსიკას. დავემორჩილოთ პოლიციას და ეს საღამო მშვიდად დავასრულოთ”, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები