“შს მინისტრი მზად არის, რომ მან, ვინც პარასკევს გადაცდომები ჩაიდინა, პასუხი აგოს”

„თეთრი ხმაურის“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეებს მიმართა.
„ესკალაციის რისკი არის დიდი. ეს ერთგვარ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ ვამბობდით, რომ ვართ მშვიდობიანი აქციის მომხრეები. მნიშვნელოვანია რომ შევაფასოთ სიტუაცია და ვიმოქმედოთ შესაბამიასად.
როგორც მინისტრმა გვითხრა, ის პოლიტიკურ პაუსხისმგებლობას არ გაურბის. ხვალ ათ საათზე გავნიხილვათ პარასკევის ღამის მოვლენებს და ის მზად არის, რომ ის ვინც ჩაიდინა გადაცდომები, პასუხი აგოს. საუბარია, არა დაბალ რგოლზე. მივიღეთ დაპირება რომ ნარკოპლიტიკის კანონპრექტზე მუშაობა განახლდება და უახლოეს დღეებში კონკრეტული პროგრესი იქნება.
ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ როგორც არასდროს და მე ამის მჯერა. ჩვენ არ გვსურს დაპირისპირება და ესკალაცია და საზოგადოების ორად გაყოფა და ღია დაპირისპირება. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ის ვინც გვეწინააღმდეგბა საპირისპიროში ღიმილით დავარწმუნოთ“,- განაცხადა ბექა წიაქრიშვილმა.
აღნიშნულმა მიმართვამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, გაჭღერდა მოსაზრება რომ აღნიშნული დაპირებები შს მინისტრის მხრიდან არის „თვალში ნაცრის შეყრა“.

აქციია მონაწილეებმა 10 წუთი ითხოვეს რათა ხელახალი მოთხოვნები ჩამოაყალიბონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები