კონტრაქციის მონაწილეები, რომლებმაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს, შეაჩერეს

პოლიციამ შეძლო და კონტრაქციის მონაწილეები, რომლებმაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს და „თეთრი ხმაურის“ აქციისკენ მიემართებოდნენ, შეაჩერეს.

პოლიციას, კორდონთან ერთად ორ აქციას შორის „ყვითელი მარშუტკებისა“ და ე.წ. რობოკობების ბარიერები აქვს გაკეთებული.

პოლიციას სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში მომართული აქვს წყლის ჭავლის მანქანა. თუმცა, როგორც კადრებიდან ჩანს სამართალდამცველები მაქსიმალურად იკავებენ თავს, რომ სიტუციის განმუხტვა უფრო მკაცრი მეთოდებით სცადონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები