გიორგი გახარია: მზად ვარ, სულ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მზად არის რუსთაველის გამზირზე მივიდეს და აქციის ორგანიზატორების კითხვებს პასუხები გასცეს.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილები არიან რუსთაველის გამზირზე – დღეს მთელი დღეა და გუშინ, პოლიცია აკეთებს მაქსიმუმს, რათა დაიცვას უსაფრთხოება ჩვენი თანამოქალაქეების გამოხატვის უფლება. პოლიცია გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ ეს უფლება და პირველ რიგში უსაფრთხოება თითოეული ჩვენი თანამოქალაქის იყოს დაცული. თუ პარასკევის ღონისძებაზე არსებობს რაიმე სახის შეკითხვები, მე მზად ვარ, სულ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად იმ ტერიტორიაზე, თუ საჭირო იქნება, დავსხდეთ და ყველა კითხვას აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გავცეთ პასუხი. მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომელიც შეკრებილია რუსთაველის გამზირზე და ვთხოვო, რომ მისცენ პოლიციას უფლება შეასრულოს თავისი უფელბამოსილება რაც გამოხატება თანამოქალაქის უსაფრთხოების დაცვაში. იმ კითხვებზე, რომელიც თქვენ დაგიგროვდათ, თუნდაც პარასკევის ღონისძიებაზე, ან სხვა შეკითხვები, დაახლოებით იგივე თემები, რომელიც არის ნარკოპოლიტიკა და ა.შ. მე მზად ვარ, სულ რამდენიმე წუთში ვიყო მანდ და გავცე ყველა ამ შეკითხვას პასუხი ღიად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები