წიქარიშვილი პრემიერის განცხადებაზე” – არაადეკვატურია იმ კრიზისთან, რაც ქვეყანაში ხდება

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ლიდერი ბექა წიქარიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არადეკვატურია, არსებულ კრიზისთან შედარებით.

„ეს განცხადება არაადეკვატურია იმ კრიზისთან, რაც ქვეყანაში ხდება. სისტემა არის მჩაგვრელი . ერთმანეთის იმედი დაგვრჩენია მეგობრებო, ჩვენი მოთხოვნები ძალაშია და ვიბრძოლებთ ბოლომდე”,-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადება აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ, პირდაპირ ეთერში მოისმინეს.
რამდენიმე წუთის წინ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები