ზურა ჯაფარიძე მთავრობას სატელევიზიო დებატებს სთავაზობს

ზურა ჯაფარიძე მთავრობას სატელევიზიო დებატებს სთავაზობს. აღნიშული შეთავაზება „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გამოსვლის დროს განაცხადა.
ზურა ჯაფარიძე თანახმაა, რომ ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში მივიდეს და აქციის მონაწილეების მოთხოვნები ჩამოაყალიბოს.

აქციის მონაწილეები ადგილზე ხალხის შეშვებას ითხოვენ: „კონტრაქციაზე თუ უშვებთ ხალხს, ჩვენთანაც შემოუშვით, ხალხი საპირფარეშოები გავიდა და უკან ვეღარ ბრუნდებიან“, – აცხადებენ ისინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები