მამუკა მდინარაძე: შს მინისტრი პარლამენტში მივა და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს
ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს შინაგან საქმეთა მინისტთან. მას აქვს ყველა კითხვაზე პასუხი და მზად არის ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს პარლამენტის წევრებს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტრი პარლამენტში მივა და დეპუტატებს მისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცემათ.
„ჩვენ ვგეგმავთ პარლამენტში ჩავატაროთ იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის და თაცდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. მოვიწვევთ შინაგან საქმეთა მინისტრს და ნებისმიერ დეპუტატს, უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენელს, ექნება საშუალება უშუალოდ მინისტრისგან მოისმინოს პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე ჩატარებული ღონისძიების ნებისმიერ დეტალთან დაკავშირებით”, – განაცხადა მდინარაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.