“ქართული მარში” კონტრაქციას 14 მაისს გამართავს

“ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძის თქმით, დღეს არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ “მარშელებმა” კონტაქცია გამართეს.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, “ქართული მარში” მშვიდობიან აქციას ხვალ გამართავს.
„მოვედი იმიტომ, რომ ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. ჩვენ არ გაგვიმართავს დღეს კონტრაქცია, არ ყოფილან “მარშელები”. “ქართული მარში” ხვალ ფილარმონიასთან 18:00 საათზე გამართავს მშვიდობიან აქციას”, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, კონტრაქციის მონაწილე 10 დაკავებული ახალგაზრდის ბედით დაინტერესდა “ქართული მარში”.
სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ დაკავებული ახალგაზრდები მარშის წევრები არ არიან. მისი თქმით, ისინი ქართველი პატრიოტები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები