კონტრაქციის მონაწილეებმა “თეთრი ხმაურის” მოძრაობის წევრებს ულტიმატუმი წაუყენეს

კონტრაქციის მონაწილეებმა “თეთრი ხმაურის” მოძრაობის წევრებს ულტიმატუმი წაუყენეს და ერთი საათის ვადა მისცეს.
როგორც მოთხოვნაშია ნათქვამი, მოძრაობის წევრებმა ერთ საათში თუ არ დატოვეს რუსთაველის გამზირის ტერიტორია, ხელკეტებით შეიარაღებულები კონტრაქციის წევრები რადიკალური ზომებით იმუქრებიან. ადგილზე პოლიციელთა გაძლიერებული შემადგენლობები არიან მობილიზებული და მათი დანაყოფები აქციის ორ რადიკალურ ფრთას ერთმანეთისგან მიჯნავს.
ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები