დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დრო და ადგილი უკვე შეირჩა
გუშინ, გვიან ღამით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის ყველაფრი მზადაა. მისივე თქმით, უკვე შეთანხმებულია ადგილი და დრო, სადაც ისტორიული შეხვედრა გაიმართება.
თეთრ სახლში შეხვედრის ზუსტ თარიღს ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ შეხვედრა უახლოეს რამდენიმე კვირაში გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ისტორიული შეხვედრა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სახელმწიფოებს შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში უნდა გაიმართოს. ასევე, განიხილება სინგაპურის ვარიანტიც, თუმცა ტრამპმა ამ დღეებში გარკვეული მინიშნებები უკვე გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, რომ დემილიტარიზებული ზონა მისთვის სასურველი ადგილია შეხვედრისთვის.
ცნიბილი ხდება ისიც, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე, თეთრი სახლი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯაე-ინს უმასპინძლებს. შეხვედრა 22 მაისს გაიმართება.