კოლუმბიაში, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა
კოლუმბიის საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
„როიტერის“ ცნობით, მაშველები ავარიის ადგილზე ნანგრევებიდან გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებენ.
კოლუმბიის საჰაერო ძალების მეთაურმა კარლოს სილვა რუედამ განაცხადა, რომ ჩამოგდებული Hercules C-130-ის ბორტზე 114 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა.