პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს, 25 მარტს მიტროპოლიტი შიო პანაშვიდს გადაიხდის – საპატრიარქო 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, 25 მარტს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, ასევე, სრულდება მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებიდან, რასთან დაკავშირებითაც მიტროპოლიტი შიო გადაიხდის პარაკლისს და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის საოხად პანაშვიდს.

“ოთხშაბათს, 25 მარტს სრულდება მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებიდან. მოგეხსენებათ, 25 მარტს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე.

ამასთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის პარაკლისს და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის საოხად პანაშვიდს.

მსახურება დაიწყება 14:00 საათზე”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები