17 კმ-იანი გზა თავისუფლებისკენ – შვიდი ძაღლის ისტორია ჩინეთიდან

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ძაღლის ხორცის მაღაზიაში მომუშავე ქურდებისგან შვიდმა ძაღლმა გაქცევა მოახერხა და ისინი სახლში დაბრუნდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფლიდან გატაცებულმა ძაღლებმა დაახლოებით 17 კილომეტრის გავლა შეძლეს, რის შემდეგაც, საბოლოოდ, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

ვიდეო, რომელიც 16 მარტს გადაიღეს, ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და ასობით მილიონი ნახვა დააგროვა. კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება ძაღლების ჯგუფი გზატკეცილზე.

გავრცელებული ცნობით, ძაღლები სხვადასხვა ჯიშის არიან, მათ შორის ოქროსფერი რეტრივერები, ლაბრადორები და პეკინესები. ისინი ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და ერთ-ერთ ადგილობრივს ჰყავდა შეფარებული, რომელიც მათზე ზრუნავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები