დავით მათიკაშვილი – ხშირად გვესმის ის, თუ როგორ წუხან ქართველ ხალხზე ცალკეული პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირიდან, თუმცა ყველაზე მძიმე ჟამს, როდესაც ქართველი ერი საკუთარ პატრიარქს დასტიროდა მათი მხრიდან ვერ ვნახეთ ვერცერთი მკაფიო გამოხატულება იმ პატივისცემის და სიყვარულის, რომელზეც ასე თავი მოაქვთ
“ნათქვამი ერთია, საქმე კი, მეორე, ხშირად გვესმის ის, თუ როგორც წუხან ქართველ ხალხზე ცალკეული პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირიდან, თუმცა ყველაზე მძიმე ჟამს, როდესაც ქართველი ერი საკუთარ პატრიარქს, სულიერ მამას დასტიროდა და ასი ათასობით ქართველი რიგში იყო იმისთვის, რომ პატივი მიეგო უწმინდესისთვის, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთი მკაფიო გამოხატულება იმ პატივისცემის და სიყვარულის, რომელზეც ასე თავი მოაქვთ,” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ეს იყო გარკვეული წყალგამყოფი. აქამდეც, ცნობილი იყო, ვინ იყო ქართველ ხალხის მეგობარი და ვინ არა, მაგრამ სამგლოვიარო დღეები წყალგამყოფი იყო იმის დასანახად და გასააზრებლად, თუ რას ნიშნავს მართლაც მხარდაჭერა და გვერდში დგომა გაჭირვების ჟამს, სამძიმრის და მწუხარებისას და რა არის მხოლოდ ზეპირსიტყვიერება, რომელიც თავის შინაარსით აბსოლუტურად ღირებულებით დაცლას, ღირებულებით შიმშილს და მორალურ დეგრადაციას ნიშნავს. როდესაც ადამიანს, ერს არ უსამძიმრებ, იმ ერს, რომელიც ფეხზე დგას, ეს ნიშნავს, რომ პატივს არ სცემ ქვეყანას და ყველაფერი შენი ნამოქმედარი და ნათქვამი ტყუილია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.