მამა გიორგი ზვიადაძე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს – ილია მეორემ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეში თავად გამოეცხადებინა, რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე
“ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს და ამის საჭიროება საერთოდ არ იყო”, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პატრიარქმა მეუფე შიო თავის მოსაყდრედ სიცოცხლეშივე დანიშნა.
“მე, როგორც ვიცი, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერ იარსებებს. პატრიარქმა მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, მთელ მსოფლიოში აღიარებულმა უდიდესი ავტორიტეტის მქონე საეკლესიო მოღვაწემ, ილია მეორემ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეში თავად გამოეცხადებინა წერილობითაც და სიტყვიერადაც, რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ანდერძი არ არსებობს. წმინდა სინოდს აუცილებლად ეცოდინებოდა. სინოდის სხდომაზე ამას აუცილებლად იტყოდნენ. ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს და ამის საჭიროება საერთოდ არ იყო“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.