პალესტინის ლიდერი, ანტი-სემიტური გამონათქვამების გამო, ისრაელს ბოდიშს უხდის

დღეს, პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ისრაელს ბოდიში მოუხადა საკუთარი გამონათქვამებისთვის, რის გამოც ის ანტი-სემიტიზმში დაადანაშაულეს.
მან ანტი-სემიტიზმი დაგმო, ხოლო ჰოლოკოსტს „ყველაზე ამაზრზენი დანაშაული“ უწოდა. შესაბამისი განცხადება, აბასმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რამალაში ეროვნული საბჭო, 4 დღის მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებით თათბირობდა. განცხადებაში აბასი წერს – „თუ ჩემმა გამონათქვამებმა ებრაელებს და სხვა ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა, მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო“.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ებრაელების მიმართ ზიზღს საუკუნეების მანძილზე არა მათი რელიგია, არამედ მათი საქმიანობა იწვევდა. მან ებრაელებს მევახშეები უწოდა და აღნიშნა, რომ ჰოლოკოსტის მაგვარი, ებრაელების მასობრივი განადგურებები, ჩვენი წელთ აღრიცხვის მე-11 საუკუნიდან, თითქმის ყოველ 10-15 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, მთელი ევროპის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები