ბანგკოკის ცენტრში შვეიცარიელი ტურისტი დანით მოკლეს

ბანგკოკში 24 წლის შვეიცარიელი ტურისტი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა ტაილანდის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა, სადაც საფრანგეთის მოქალაქესა და ადგილობრივს შორის კონფლიქტი მოხდა, შვეიცარიელი კი მათ გაშველებას შეეცადა.
ფრანგ ტურისტსა და ადგილობრივს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტმა ტაილანდელს შენიშვნა მისცა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოშარდვის გამო. ამის შემდეგ, ადგილობრივი მკვიდრი დანით თავს დაესხა ფრანგ ტურისტს. კონფლიქტს 24 წლის შვეიცარიელი შეესწრო და დაპირისპირებული მხარეების გაშველებას შეეცადა. მან თავდაპირველად ეს მოახერხა კიდეც, თუმცა სიტუაციის განმეორებით დაძაბვის შემდეგ ადგილობრივმა სასიკვდილო ჭროლებები მიაყენა შვეიცარიელს, რომელიც ტრავმების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მკვლელი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა. ადგილზე უკვე იმყოფებიან შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები