პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართა. საბჭომ პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
სხდომაზე ასევე პარტიის ყრილობაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილები იქნებიან შემდეგი კანდიდატები: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი. ასევე დავით საგანელიძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
„უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის ყრილობა და დარწმუნებულები ვართ, რომ ყრილობის დელეგატები ერთხმად დაუჭერენ მხარს ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები