ირაკლი სესიაშვილი: სწორია ის გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა შემცირდა

“სწორია ის გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა შემცირდა და 15 წევრით განისაზღვრა, რათა მეტად მოქნილი იყოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა კანდიდატი ღირსეულია და თითოეულ მათგანს თავისი პოლიტიკური წარსული აქვს.
„პოლიტსაბჭო არ არის მუდმივმოქმედი საბჭო, არის მუდმივად განახლებადი, მას ირჩევს ყრილობა. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ ის განახლდა. ეს უკვე არის სწორი გადაწყვეტილება. ასევე, სწორია ის გადაწყვეტილება, რომ შემცირდა წევრების რაოდენობა და 15 წევრით განისაზღვრა, რათა მეტად მოქნილი იყოს. ყველა წარმოდგენილი კანდიდატი არის ღირსეული, თითოეულ მათგანს აქვს თავისი პოლიტიკური წარსული და თავისი გამოცდილება, ამიტომ, აბსოლუტურად ყველა ერთად მივესალმეთ წარმოდგენილ კანდიდატურებს და თავის მხრივ, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩავერთვებით პოლიტიკურ პროცესში, რამდენადაც ამბიცია გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ძლიერ ევროპულ პარტიად ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის მიერ დასახელებულ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში ახლანდელი პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი აღარ არის დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები