“ივანიშვილმა და კვირიკაშვილმა თქვეს, რომ პოლიტსაბჭოში ჩემ ყოფნასთან დაკავშირებით, ინტერესთა კონფლიქტი არ არის“

ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ჩემ ყოფნასთან დაკავშირებით, ინტერესთა კონფლიქტი არ არის, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეიცვალა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა – ზოგი დარჩა, ზოგი ახალი წევრი გვყავს. მე დავაყენე საკითხი, რომ მე მზად ვარ, პოლიტსაბჭოს წევრობა დავტოვო იმ მარტივი მოსაზრების გამო, რომ ვხელმძღვანელობ ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს და შესაძლებელია, ჯობდეს ასეთ საფინანსო ინსტიტუტს არაპოლიტიკური ფიგურა ხელმძღვანელობდეს. თუმცა, პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა – პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ ბრძანეს, რომ აქ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. იყო მოსაზრება, რომ ის დიდი გამოცდილება, რომელიც მე მართლა მაქვს, პოლიტიკური ცხოვრების არამარტო „ქართული ოცნების“ პერიოდში, არამედ მანამდეც – თექვსმეტი წელი პარლამენტის წევრი ვიყავი, მაჟორიტარი ვიყავი ბევრჯერ და ასე შემდეგ, ეს წაადგება პარტიას“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები