„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ცვლილებები საკმაოდ ვრცელ გეგმას ემსახურება, რომელიც საკადრო გაძლიერებას ითვალისწინებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პოლიტსაბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათი შერჩევა საქმის მიმართ თავიანთი დამოკიდებულების მიხედვით მოხდა. მისვე თქმით, პარტიული მშენებლობა საკადრო გაძლიერებას ითვალისწინებს.
„პოლიტსაბჭოს წევრები შეირჩნენ თავისი დამოკიდებულებით საქმის მიმართ, საზოგადოების მიმართ, იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და რასაკვირველია, გამოცდილებაც აქ თამაშობს უკანასკნელ როლს.
გეგმა საკმაოდ ვრცელია, პარტიული მშენებლობა ითვალისწინებს საკადრო გაძლიერებას და ორგანიზაციულ ნაწილში გაცილებით მეტი ყურადღება მიექცევა რეგიონულ პრობლემებს, ადგილობრივ მუნიციპალურ პრობლემებს არა მარტო პარტიული პოლიტიკური ხაზით, ყველა საკითხთან დაკავშირებულ თემებს მოუყრის თავს პოლიტსაბჭო, იქნება შესაბამისი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
აღსანიშნავია, რომ კახა კალაძის მიერ დასახელებულ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში ახლანდელი პოლიტსაბჭოს წევრი გია ვოლსკი კვლავ წევრად არის დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები