“პოლიტსაბჭოს ამ ფორმატის მთავარი ღირსება ის არის, რომ პირველი ნომერი არის ბიძინა ივანიშვილი”

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში დეპუტატი გედევან ფოფხაძე აღარ არის.
გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქნებოდა თუ არა ის პოლიტსაბჭოში.
„მინდა, ყველა ჩვენი გულშემატკივრის გასაგონად ვთქვა, რომ პოლიტსაბჭოს ამ ფორმატს მთავარი ღირსება აქვს ის, რომ პირველი ნომერი არის ბიძინა ივანიშვილი, მისი დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში, პარტიაში არის ახალი შანსი ჩვენი გუნდისთვის და ჩემი აზრით, ქვეყნისთვისაც. ამდენად, საზომი იყო ის, რომ ჩვენს გუნდს ჰყავს ლიდერი, რომელიც ისევ არის საჭესთან და ისევ მზად არის, უხელმძღვანელოს გუნდს. ყველა სტატუსი ამ შემთხვევაში არის პირობითი. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე ვიქნებოდი პოლიტსაბჭოში თუ არ ვიქნებოდი, მთავარია, დამოკიდებულება არსებითად იცვლება და გუნდის ყველა ჯგუფს უნდა, გამონახოს თავისი ფუნქცია და მაქსიმალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავისი თავი ბოლომდე დაახარჯოს გუნდს, ამიტომ, ნამდვილად მგონია, რომ ის შემადგენლობა, რაც განვსაზღვრეთ, ოპტიმალურია და იმედია, ყრილობა ამ შემადგენლობას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ფოფხაძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები