სოფო კილაძე: არანაირი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ მას 17 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით ჰომოფობიური განცხადება არ გაუვრცელებია.
„ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს და გამოხატოს საკუთარი აზრი. ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი დაცულია კანონით, კონსტიტუციით და ბუნებრივია, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ თითოეული ადამიანი. არანაირი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა და ეს შემიძლია ვთქვა. დემონსტრაციის გამართვის უფლება აქვს ყველას, თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება და აქიდან გამომდინარე, ყველაფერი მიდის კანონის და წესის ფარგლებში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, დღეს ლგბტ თემის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გადაყენება მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები