ნუკრი ქანთარია: უმრავლესობაში თანხმდებიან იმაზე, რომ პოლიტსაბჭო გასაახლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პოლიტსაბჭოს წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გუშინ, გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც მომავალი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობაში თანხმდებიან იმაზე, რომ პოლიტსაბჭო გასაახლებელია. თუმცა, საბოლოოდ, როგორი კონფიგურაციის იქნება ის, მისთვის უცნობია.
ხოლო რაც შეეხება, თავად ნუკრი ქანთარია დარჩება თუა არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, ამასთან დაკავშირებით ის ფიქრობს, რომ თუ იქნება ბალანსი, მაშინ საჭიროა, რომ ისიც იყოს შემადგენლობაში.
“გუშინ პირველად დაესწრო ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის შეხვედრას, როგორც მომავალი პარტიის თავმჯდომარე. საბოლოო ჯამში, საჭირო შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ პროცესების უფრო დინამიურ წარმართვაზე. ჩვენი გარკვეული აქტივობები მოსახლეობისთვის არაა მნიშვნელოვანი, თუ ეს ყველაფერი ქვეყანას არ არგია. გუშინდელ შეხვედრას სწორედ ასეთი ტონალობა მისცა ქვეყნის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
პოლიტსაბჭოს გადახალისებას რაც შეეხება, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ის საჭიროებს თვისობრივად განახლებას და ფუნქციის შეძენასაც. მაგრამ საბოლოოდ რა სახეს მიიღებს, ჯერჯერობით უცნობია. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, როგორც თავმჯდომარე, მას რასაკვირველია, უნდა მოვუსმინოთ, როგორი კონფიგურაციის პოლიტსაბჭო სჭირდება და დღეს ამაზე ვიმსჯელებთ ზუსტად. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ბალანსი დაცული განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, რომლებიც ცოტა არ არიან უმრავლესობაში, ასევე ღირებულებებიც გასათვალისწინებელია. მე ვიქნები თუ არა შემადგენლობაში, ჩემზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია კონფიგურაციას, თუ იქნება ბალანსი, მაშინ მე ვფიქრობ, რომ იქ საჭირო ვარ, ყალბი თავმდაბლობის გარეშე. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, გააჩნია პარტიის თავმჯდომარეს რა მონაცემების ხალხი სჭირდება, რომ მაქსიმალურად აქტიურად შეუდგეს სამუშაოს”,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები