“თუ მარგველაშვილი არჩევნებისთვის კენჭს იყრის, მისი ხვალინდელი გამოსვლა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იქნება”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კენჭს იყრის, მისი ხვალინდელი გამოსვლა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იქნება. ამის შესახებ ქანთარიამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მე არავითარი კითხვა არ გამაჩნია პრეზიდენტთან, ის ამთავრებს თავის მოღვაწეობას. როგორიც იყო, იყო, სჯობს წინ გავიხედოთ. თუ მას აქვს გეგმაში, რომ კიდევ იყაროს კენჭი, მაშინ მისი ეს გამოსვლა იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, ასევე მეტი დამაჯერებლობისთვის თვითკრიტიკულიც, ხოლო თუ მისი მიზანი ეს არაა, ეს იქნება გამოსამშვიდობებელი გამოსვლა, რომ ნორმალურად დაამახსოვრდეს საზოგადოებას”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პოლიტსაბჭოს წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები